კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. შესავალი

1.1 საწარმოო-კომერციული კომპანია „ჩიპიტა სოსაიეტე ანონიმი“ (CHIPITA SOCIETE ANONYME), ასევე ცნობილი, როგორც „ჩიპიტა ს.ა.“ (CHIPITA S.A.)(შემდგომში წოდებული, როგორც „კომპანია“, „ჩვენ“ ან “ჩვენთვის“), რომლის რეგისტრირებული მისამართია მეტამორფოზის მუნიციპალიტეტი, ათენი-ლამიას ეროვნული გზის მე-12 კმ, საფოსტო ინდექსი 14452 ( Municipality of Metamorphosi, on the 12th km of the National Road οf Athens - Lamia, P.C.: 14452), კისრულობს ვალდებულებას დაიცვას და შეინარჩუნოს თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა.

1.2 წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (გამოყენების პირობებთან, Cookie-ფაილების პოლიტიკისა და მასში მითითებულ ნებისმიერ სხვა დოკუმენტთან ერთად) განსაზღრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებს, რომლებსაც მივსდევთ. თქვენგან შეგროვებული ან თქვენს მიერ ვებსაიტის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ვებსაიტი“) დათვალიერებისა და გამოყენების დროს მიწოდებულია მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ფიზიკური პირების უფლებების დაცვის შესახებ“ მოქმედი ეროვნული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, რათა გაიაზროთ ჩვენი მიდგომა და პრაქტიკა თქვენს პირად მონაცემებთან დაკავშირებით და გაიგოთ, როგორ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს.

1.3 ჩვენს ვებ-საიტზე გადასვლით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ მიიღოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა და Cookie-ფაილების პოლიტიკა და ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და გამჟღავნებას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და Cookie-ფაილების პოლიტიკისშესაბამისად.

1.4 თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც აღწერილია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, დაფუძნებულია თანხმობაზე, რომელსაც თქვენ გასცემთ ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით.

2. მონაცემთა მაკონტროლებელი

2.1 საწარმოო-კომერციული კომპანია „ჩიპიტა სოსაიეტე ანონიმი“ (CHIPITA SOCIETE ANONYME), ასევე ცნობილი, როგორც „ჩიპიტა ს.ა.“ (CHIPITA S.A.), რომლის რეგისტრირებული მისამართია მეტამორფოზის მუნიციპალიტეტი, ათენი-ლამიას ეროვნული გზის მე-12 კმ, საფოსტო ინდექსი 14452 ( Municipality of Metamorphosi, on the 12th km of the National Road οf Athens - Lamia, P.C.: 14452), წარმოადგენს მონაცემთა მაკონტროლებელს მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მნიშვნელობით.

3. ინფორმაციის შეგროვება

3.1 თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს მიერ ჩვენი ვებსაიტის გამოყენების დროს. ჩვენს მიერ შესაგროვებელი ინფორმაცია შემდეგ სამ კატეგორიად იყოფა: (ა) ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით; (ბ) ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ავტომატური მეთოდებით და (გ) ინფორმაცია, რომელსაც სხვა წყაროებიდან ვაგროვებთ.

3.2 ჩვენ შეიძლება გავაერთიანოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით, ავტომატური მეთოდებით შეგროვებულ ან სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციასთან.

3.3 ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • ანგარიშის მონაცემები, როგორიცაა მომხმარებლის სახელი ან პაროლი (ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება), წინამდებარე გამოყენების პირობების შესაბამისად ვებსაიტზე შესასვლელად ან მისი სერვისებით სარგებლობის მიზნით.
  • პროფილის ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომლებიც მოგწონთ ან რომლებსაც ათვალიერებთ, ან იმაზე, რამდენად ხშირად იყენებთ ჩვენს ვებსაიტს.
  • ავტომატური ტექნოლოგიები თქვენი მოწყობილობიდან ინფორმაციის შესაგროვებლად, როცა ჩვენ ვებსაიტს იყენებთ, როგორიცაა თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი (IP მისამართი).
  • გადამისამართების საიტი (მისამართი, რომლის მეშვეობით ჩვენს ვებსაიტზე გადახვედით).
  • ჩვენთან გაგზავნილი შეტყობინებები ან შეტყობინებები ჩვენს შესახებ სოციალურ მედიაზე და
  • ჩვენი ვებსაიტის გამოყენებასთან დაკავშირებული მოქმედებები, მაგალითად, ჩვენი ვებსაიტის სექციები, რომლებსაც უფრო ხშირად სტუმრობთ.
მობილური მოწყობილობებისა და ბრაუზერების უმეტესობა გაძლევთ საშუალებას, უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებაზე თქვენი მოწყობილობების ან ბრაუზერის პარამეტრების გამოყენებით. თუ გაქვთ კითხვები იმაზე, თუ როგორ აიცილოთ თავიდან თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გირჩევთ დაუკავშირდეთ თქვენი მობილური მოწყობილობის ტექნიკური მხარდაჭერის პროვაიდერს, თქვენი მოწყობილობის მწარმოებელს, თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერს ან ბრაუზერის პროვაიდერს. ზოგიერთი სერვისი ვერ იმუშავებს სათანადოდ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გარეშე. თუ გსურთ ჩვენს მიერ შეგროვებული თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდით ჩვენს მისამართზე ან ელფოსტის მისამართზე, რომელიც ქვემოთაა მითითებული. კანონი შეიძლება გვავალდებულებდეს შევინახოთ კონკრეტული ინფორმაცია თქვენს შესახებ.

3.4 თქვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლება შევაგროვოთ სხვა წყაროებიდანაც, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სხვა კომპანიებიდან ან ორგანიზაციებიდან. შეიძლება ასევე შევაგროვოთ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. მაგალითად, შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ მაშინ, როცა სოციალურ მედიაზე გვიკავშირდებით.

4. როგორ ვიყენებთ ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას

4.1 ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ იმისათვის, რომ:
  • უზრუნველვყოთ ვებსაიტის ნავიგაცია და გამოყენება;
  • მოვახდინოთ ჩვენი ვებსაიტის პერსონალიზაცია თქვენთვის;
  • ვმართოთ ჩვენი ბიზნეს საქმიანობა, მათ შორის ახალი პროდუქტების შემუშავება, მარკეტინგული მომსახურება და ჩვენი სარეკლამო საქმიანობა.
  • შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტების ხარისხი, ჩვენი საქმიანი წინადადებები, რეკლამები და ვებსაიტი.
5. ვის ვუზიარებთ თქვენს ინფორმაცია

5.1 თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეებს არ ვუმჟღავნებთ; მაგრამ შეიძლება გავუმხილოთ თქვენი ინფორმაცია იმ მიმწოდებლებს, რომლებიც მომსახურებას გვაწვდიან, როგორიცაა სარეკლამო აქციებისა და კონკურსების ორგანიზებისა და ჩატარების სერვისები, ვებსაიტის მხარდაჭერისა და სხვა IT მომსახურება. ჩვენ ვუკრძალავთ ასეთ მესამე მხარეებს გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია ან გაამხილონ ის ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელიც არ არის დაკავშირებული ჩვენი სახელით მომსახურების მიწოდებასთან.

5.2 სტრატეგიული ან ბიზნესთან დაკავშირებული სხვა მიზნით, შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი ბიზნესის მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდვის ან გასხვისების შესახებ. ჩვენი ბიზნესის გაყიდვის ან გასხვისების ფარგლებში, შეიძლება გადავცეთ თქვენს შესახებ შეგროვებული ინფორმაცია სხვა პირს, რომელიც ჩართულია გაყიდვის ან გასხვისების პროცესში.

5.3 სხვებს შეიძლება გავუზიაროთ ინფორმაცია, რომლითაც თქვენი უშუალო იდენტიფიცირება შეუძლებელია. მაგალითად, შეიძლება გავაზიაროთ ანონიმური, აგრეგირებული სტატისტიკა ჩვენი ვებსაიტის გამოყენების შესახებ.

5.4 გამონაკლისის სახით, ჩვენმა კომპანიამ შეიძლება გაუმხილოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული გადაწყვეტილება/ბრძანება.

6. სად ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

6.1 მომხმარებლებისგან შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ევროკავშირის (EU) ფარგლებში არსებულ უსაფრთხო სერვერებზე. მათ დასაცავად კომპანია ყველა შესაბამის ზომას მიმართავს.

6.2 თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გავუმხილოთ „ჩიპიტა ჯგუფის“ (Chipita Group) სხვა კომპანიებს ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის იგივე დონე, როგორც თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში. ჩვენ ვეყრდნობით მესამე მხარეებს/პარტნიორებს, რომლებიც მომსახურებას ან პროდუქციას ჩვენი სახელით აწვდიან (მაგალითად, ვებსაიტის მხარდაჭერა). თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გავუმხილოთ აღნიშნულ მესამე მხარეებს (მაგალითად, პროგრამების/პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებს, ვებსაიტის მხარდაჭერის კომპანიებს და სხვ.). ზოგადად, ჩვენი მომსახურების მიმწოდებლებს ხელშეკრულებით ნაკისრი აქვთ ვალდებულება, დაიცვან თქვენი პერსონალური მონაცემები და მათ არ აქვთ არანაირი უფლება გამოიყენონ ან გადასცენ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა პირებს. ჩვენ არ ვაძლევთ ასეთ მესამე მხარეებს უფლებას გამოიყენონ ან გაამჟღავნონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელიც არ არის დაკავშირებული ჩვენი სახელით მომსახურების მიწოდებასთან.

6.3 მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იგზავნება თქვენი პერსონალური მონაცემები, თქვენ პირად მონაცემებს გავამჟღავნებთ მხოლოდ აუცილებლობის პრინციპიდან გამომდინარე და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებით (როგორიცაა ევროკავშირის სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები).

7.  პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება

7.1 ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას მივიღოთ ყველა საჭირო ზომა თქვენი პერსონალური ინფორმაციის განახლების უზრუნველსაყოფად. ჩვენი ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა პროცედურები მიმართულია თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე შემთხვევითი, უკანონო ან უნებართვო დაკარგვისგან, წვდომისაგან, გამჟღავნებისაგან, გამოყენებისგან, შეცვლისა და განადგურებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი კომპიუტერული სისტემები, არც ერთი ვებსაიტი, კომპიუტერული სისტემა ან მონაცემთა გადაცემა ინტერნეტით ან სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელით არ არის მთლიანად უსაფრთხო.

8. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

8.1 თქვენს პირად ინფორმაციას ვინახავთ იმდენი ხნით, რამდენიც საჭიროა წინამდებარე პოლიტიკაში აღნიშნული დამუშავების მიზნებისთვის (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი მოითხოვს მის შენახვას უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე).

9. თქვენი უფლებები

9.1 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება გაქვთ მიიღოთ წვდომა, ანუ მოითხოვოთ ინფორმაცია იმაზე, ექვემდებარება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებას, მათ შორის დამატებითი ინფორმაცია ამგვარი დამუშავების შესახებ, კერძოდ, მიმდინარე დამუშავებაზე, შესაბამის უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლის ფარგლებში ინფორმაცია გადაეცემა მესამე ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას. ამასთან ერთად, უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებში არსებული უზუსტობის შესწორება. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფლება გაქვთ წაშალოთ, შეზღუდოთ მონაცემების დამუშავება, გადაიტანოთ მონაცემები და შეეწინააღმდეგოთ მონაცემების დამუშავებას. დაბოლოს, თუ მიგაჩნიათ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, უფლება გაქვთ შეიტანოთ საჩივარი კომპეტენტურ მონაცემთა დაცვის ორგანოში.

9.2 გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა, მაგრამ თქვენი თანხმობის გაუქმება არ იმოქმედებს იმ მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე, რომლებიც დამუშავდა თქვენი თანხმობის საფუძველზე მის გაუქმებამდე.

9.3 უფლება გაქვთ მოითხოვოთ კომპანიის მიერ შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი შემდეგ ელფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით gdpr@chipita.com.

10. ბმულები სხვა ვებსაიტებსა და სოციალურ მედიაზე

10.1 ვებსაიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს იმ ვებსაიტებზე, რომლებსაც ვმართავთ ჩვენ ან მესამე მხარეები. თუ ბმულის მეშვეობით ამ ვებსაიტებზე შეხვალთ, უნდა გაეცნოთ ამ ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, გამოყენების პირობებსა და სხვა წესებს. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარეების პოლიტიკასა და წესებზე. ეს ორგანიზაციები თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იყენებენ თავისი კონფიდენციალურობის პოლიტიკის, გამოყენების პირობებისა და სხვა წესების შესაბამისად.

10.2 ჩვენს ვებსაიტზე ხელმისაწვდომი სხვა აპლიკაციების, ინსტრუმენტების, ვიჯეტებისა და პლაგინების მიმწოდებლები, როგორიცაა Facebook-ის „მოწონების“ ღილაკები, ასევე შეიძლება იყენებდნენ ინფორმაციის შეგროვების ავტომატურ მეთოდებს თქვენს მიერ ამ ფუნქციების გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ორგანიზაციები თქვენს ინფორმაციას იყენებენ თავიანთი პოლიტიკის შესაბამისად, რომელზეც ჩვენ არ ვაგებთ პასუხს.

11. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შეცვლა

11.1 წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაში შედის პოლიტიკის დასაწყისში მითითებული თარიღიდან. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება შევცვალოთ ჩვენი შეხედულებისამებრ. ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ ვერსიას აქ გამოვაქვეყნებთ და შევცვლით პოლიტიკის თავში მითითებულ „ბოლო განახლების თარიღს“ (ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი). რეგულარულად უნდა შეამოწმოთ წინამდებარე პოლიტიკის განახლებები და გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ბოლო ვერსიას. თუ აღნიშნული ვებსაიტით სარგებლობას გააგრძელებთ, ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკის ნებისმიერ ცვლილებას ეთანხმებით.

12. საკონტაქტო ინფორმაცია

მადლობა, რომ გაეცანით ჩვენი კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ ჩვენი პოლიტიკის შესახებ რაიმე შეკითხვები გაქვთ, ან თუ გსურთ გამოიყენოთ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის ერთ-ერთი უფლება, დაუკავშირდით კომპანიას ელფოსტაზე gdpr@chipita.com.