გამოყენების პირობები

გმადლობთ, რომ ეწვიეთ www.chipicao.com (ვებსაიტს). გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ვებსაიტით სარგებლობის ქვემოთ ჩამოთვლილ წესებს, რადგან ვებგვერდის ნებისმიერი მასალის გამოყენება ნიშნავს თანხმობას აღნიშნულ პირობებზე. 

ეს ვებსაიტი წარმოადგენს „Chipita S.A.“-ს ექსკლუზიურ საკუთრებას. მისი მიზანია უზრუნველყოს კონტაქტი „Chipita“-სთან და მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ პირადი ან არაკომერციული გამოყენებისთვის. ვებსაიტზე გამოყენებული ტერმინები „ჩვენ“, „ჩვენი“, „Chipita“ და „Chipita Group“ აღნიშნავს „Chipita S.A.“-ს და მის აფილირებულ კომპანიებს. 

ამ ვებგვერდზე შესვლით ეთანხმებით, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია ამ ვებსაიტის გამოყენებასა და მის შინაარსთან, გადაწყდება საბერძნეთის კანონმდებლობის შესაბამისად.  ასევე ეთანხმებით, რომ ათენის სასამართლოებს აქვთ ექსკლუზიური იურისდიქცია აღნიშნულ საკითხებზე. 



სავაჭრო ნიშნები და საავტორო უფლებები

ვებსაიტზე გამოსახული ნებისმიერი სავაჭრო ნიშანი, განმასხვავებელი ნიშანი, ლოგოტიპი, სურათი და სიმბოლო (შემდგომში „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები“) წარმოადგენს „Chipita“-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და ამ ვებსაიტზე გამოიყენება მათი მფლობელის ნებართვით, რომელმაც „Chipita“-ს მიანიჭა აღნიშნული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენების უფლება და უფლებამოსილება.   აღნიშნული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ნებისმიერი გამოყენება ან რეპროდუქცია ნებისმიერი მიზნით ან მეთოდით მკაცრად აკრძალულია და ისჯება შესაბამისი კანონმდებლობით. 

ვებსაიტზე არსებული გვერდები და მათი შინაარსი (რაც მოიცავს, მაგალითად, ტექსტებს, გრაფიკას და ხმას) წარმოადგენს „Chipita“-ს საკუთრებას, ან შეიცავს მასალებს, რომლის გამოყენების ნებართვა აქვს „Chipita“-ს. 

აკრძალულია ნებისმიერი ინფორმაციის, პროგრამული უზრუნველყოფის, პროდუქტისა და მომსახურების ან ზოგადად, ვებსაიტიდან მიღებული ნებისმიერი მასალის შეცვლა, კოპირება, გავრცელება, გადაგზავნა, ჩვენება, წარდგენა, გამრავლება, გამოქვეყნება, ლიცენზირება, გადაცემა ან გაყიდვა. ამ ვებსაიტზე არსებული გარკვეული მასალები შეიძლება ჩამოიტვირთოს ან დაიბეჭდოს მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ან საინფორმაციო მიზნებისთვის, საავტორო და სხვა უფლებების დაცვის პირობით.  დაუშვებელია ამ ვებსაიტიდან გადაღებული რომელიმე ინფორმაციის გაყიდვა, გავრცელება, შეცვლა ან სხვა ნაშრომში, პუბლიკაციაში ან ვებგვერდში ჩართვა კომერციული მოგების მიღების მიზნით. 

ვებსაიტზე მოთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების, ტექსტების, ფოტოების, გრაფიკის, ხმის ან „Chipita“-ს სხვა მონაცემების გამოყენებაზე უფლების პირდაპირი ან პოტენციური მინიჭება. 

ზუსტი, სრული და განახლებული ინფორმაცია 

მიუხედავად იმისა, რომ „Chipita“ მაქსიმალურად ცდილობს შეარჩიოს და განაახლოს ამ ვებსაიტზე არსებული შინაარსი, „Chipita“ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ აქ მოცემული ინფორმაცია არის სრული, ზუსტი, ნამდვილი, აქტუალური, სასარგებლო ან სანდო.  მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია ნებისმიერ რისკზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ვებსაიტზე არსებულ მასალასთან დაკავშირებით. 

პროდუქტის ხელმისაწვდომობა

ამ ვებგვერდზე ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების მითითება არ წარმოადგენს გაყიდვის შეთავაზებას, ან აღნიშნული პროდუქტის თუ მომსახურების შეძენის შუამდგომლობას.

პასუხისმგებლობა

„Chipita“ არ აგებს პასუხს ნებისმიერ პირდაპირ, ირიბ ან შემთხვევით ზიანზე, დანახარჯსა და დანაკარგზე, რომელიც შეიძლება მიადგეს ვებსაიტის მომხმარებლებს ან მათ ქონებას აღნიშნულ ვებსაიტზე წვდომის, ვებსაიტის მიუწვდომლობის ან ვებსაიტიდან ნებადართული მასალების ჩამოტვირთვის შედეგად, მათ შორის მომხმარებლის კომპიუტერის ან სხვა ქონების ვირუსით დაზიანების შედეგად.  მომხმარებელი ამ ვებსაიტზე არსებულ მასალებს იყენებს საკუთარი რისკის და პასუხისმგებლობის ხარჯზე. 

„Chipita“ არ არის პასუხისმგებელი ამ ვებსაიტზე წარმოდგენილი მასალებისა და მომსახურების შენარჩუნებაზე, ან ინფორმაციის შესწორებაზე, განახლებასა და პროგრამის ვერსიების უზრუნველყოფაზე. ვებსაიტზე მოთავსებული ნებისმიერი მასალა შეიძლება შესწორდეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.  

კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მომხმარებელი პირდაპირ აცხადებს უარს ნებისმიერ პრეტენზიაზე „Chipita“-ს და მისი პარტნიორების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ამ ვებსაიტის გამოყენების ან მასზე წვდომის შედეგად.  

ბმული სხვა ვებ საიტებზე

ვებ საიტზე შეიძლება მოცემული იყოს ბმული სხვა ვებსაიტებზე „Chipita“-ს ჯგუფის ქსელისა და სისტემების მიღმა.  „Chipita“ არ აგებს პასუხს მესამე მხარის ვებსაიტების შინაარსზე, სიზუსტეზე ან მუშაობაზე.  „Chipita“ არ უჭერს მხარს და არ სცნობს ნებისმიერ პროდუქტს თუ ინფორმაციას, რომელიც მოცემულია მესამე მხარეების ვებსაიტებზე, რომლის ბმულები მოცემული იყო წინამდებარე ვებსაიტზე.  

ვებსაიტზე მასალების წარდგენა

დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც „Chipita“-ს შეხედულებისამებრ შეიძლება ჩაითვალოს შეუსაბამოდ და/ან უკანონოდ იმ კანონმდებლობის თანახმად, რომელიც აღნიშნულ ვებსაიტზე ვრცელდება, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ამ ვებსაიტის მეშვეობით ცილისმწამებლური, მაკომპრომეტირებელი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, დამჩაგვრელი ან სხვაგვარად უკანონო ინფორმაციის, მასალის ან ფაილების ატვირთვას, გავრცელებას ან გამოქვეყნებას, რამაც შეიძლება დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, კონკრეტული პირების კანონიერი უფლებები ან ზოგადი სამართლებრივი ნორმები, ან უარყოფითად იმოქმედოს ჩვენი კომპანიის პროფილზე.  დაუშვებელია ამ ვებსაიტზე ვირუსის შემცვლელი ფაილების ატვირთვა, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ „Chipita“-ს ან სხვა პირებს.  

კონფიდენციალურობა

„Chipita“ მაქსიმალურად ზრუნავს მომხმარებლის კონფიდენციალობაზე და პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე. 

ჩვენი ვებსაიტის დასათვალიერებლად არ არის საჭირო პირადი ინფორმაციის მითითება - მოხმარებელს შეუძლია ჩვენს ვებსაიტზე შესვლა თავისი ვინაობის ან პირადი მონაცემების გამჟღავნების გარეშე.  თუ მომხმარებელი ნებაყოფლობით ან შეგნებულად მოგვაწვდის თავის მონაცემებს, კერძოდ, სახელს და მისამართს ჩვენთან დაკავშირების მიზნით, ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მომხმარებლის მოთხოვნაზე ან კითხვაზე პასუხის გასაცემად და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით, მისი პირადი მონაცემების სრული კონფიდენციალურობის დაცვით. 

გარდა ამისა, ჩვენს ვებსაიტზე შესვლისას ჩვენს სერვერებზე ავტომატურად ინახება გარკვეული არაპირადი / კრებსითი მონაცემები სისტემების მართვის, სტატისტიკის ან სარეზერვო ასლების შექმნის მიზნით. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მომხმარებლის ინტერნეტ პროვაიდერის დასახელებას, ზოგიერთ შემთხვევაში, IP მისამართს, ვებ ბრაუზერის პროგრამის ვერსიას, ვებ საიტზე წვდომისათვის გამოყენებულ ოპერაციულ სისტემას, სხვა საიტებს, რომლებიც მომხმარებელმა ეწვია ჩვენს საიტზე შესვლამდე და საჭიროებისამებრ, ჩვენი ვებსაიტის საპოვნელად გამოყენებულ საკვანძო სიტყვებს.